სსსმ და შშმ პირთა წინაპროფესიული უნარების განვითარების თემაზე შეხვედრა გაიმართა
საზოგადოებრივი კოლეჯ „სპექტრის“ და კავშირის – „რეალური ცვლილებისათვის“ ორგანიზებით, პროექტის „სოციალური საწარმო- ბაბალე“ ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა – VIII-XII კლასის ასაკობრივი ჯგუფის სსსმ და შშმ პირთა წინაპროფესიული უნარების განვითარების თობაზე, რომელსაც პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი ირინა წეროძე ესწრებოდა.
შეხვედრაზე კოლეჯ „სპექტრსა და „რეალური ცვლილებისათვის“ კავშირს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია კავშირის ბენეფიციართა წინა პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა და მხარდაჭერა მათი პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში.
საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ 2013 წლიდან არის ჩართული საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და ნორვეგიის განათლების და კვლევის სამინისტროს ერთობლივ პროექტში „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“ და დღემდე ჩაირიცხა 21 სსსმ/შშმ სტუდენტი და ამჟამად სწავლობს 7 სტუდენტი.
კოლეჯის მიზანია, შეუქმნას თანაბარი შესაძლებლობა და ადაპტირებული გარემო ყველა სსსმ/შშმ სტუდენტს და უზრუნველყოს მათი ჩართულობა კოლეჯის მიერ განხორციელებულ აქტივობებში. სწავლის პროცესში მუდმივად მიმდინარეობს კომუნიკაციის უნარ-ჩვევებისა და თვითშეფასების ასამაღლებლად მუშაობა. სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი სასწავლო და საწარმოო პრაქტიკულ სწავლაში.
კავშირის „რეალური ცვლილებისათვის“ მიზანია ხელი შეუწყოს სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესში. უზრუნვეყოს მათი ჩართულობა საგანმანათლებლო პროცესში და მოამზადოს ისინი დასაქმების ბაზრისთვის. ამ მიზნის შესასრულებლად კი დაარსდა სოციალური საწარმო „ბაბალე“, სადაც სტაჟირებას გადიან და ეუფლებიან სხვადასხვა ხელსაქმეს. უახლოეს მომავალში გაიხსნება მაღაზია, სადაც შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი ხელით დამზადებული ხელნაკეთი ნივთების რეალიზებისაც.