ავარია ზესტაფონში მსხვერპლით დასრულდა – დაშავებულია შვიდი ადამიანი
ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, შვიდი კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევისას ხუთი ავტომობილი დაზიანდა.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.