Gino Paradise-ს სტიქიის შედეგად დაზარალებული ბავშვები სტუმრობენ

მრავალფუნქციურ აკვაპარკ Gino Paradise-ს სტიქიის შედეგად დაზარალებულ ბავშვები სტუმრობენ

როგორც „კვირას“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, აკვაპარკის დირექციის ინიციატივითა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 13 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებული 100 ბავშვი მრავალფუნქციურ აკვაპარკში ორ დღეს გაატარებს.

დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე და მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ბავშვების ახალ ნაკადთან ერთად აკვაპარკს ესტუმრა.

რიმა ბერაძემ მრავალფუნქციური აკვაპარკის დირექციას თანადგომისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისათვის მადლობა გადაუხადა. სტიქიის შედეგად დაზარალებული ბავშვების მიმართ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები განსაკუთრებულ სოლიდარობას გამოხატავენ.

იგეგმება მრავალი გამაჯანსაღებელი და ტურისტული ღონისძიება, რომელიც დაზარალებულ ბავშვთა ქალაქგარეთ გასვლასა და დასვენებას უზრუნველყოფს.

ბავშვთა დასვენება-გართობის ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება და რამდენიმე ეტაპს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები