პრეზიდენტმა ელჩებთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრები გამართა

გიორგი მარგველაშვილმა იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ფედერიკა ფავისთან, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან რიჩარდ ნორლანდთან და უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ვასილი ციბენკოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრები გამართა.
ქვეყნის პირველმა პირმა დიპლომატებს საქართველოში წარმატებული მოღვაწეობისათვის და საქართველოსა და იტალიას, აშშ-სა და უკრაინას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
გიორგი მარგველაშვილმა ელჩებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები