თეა წულუკიანი: პროკურორთა კონფერენციის შექმნა არის პროგრესი

პროკურორთა კონფერენციის შექმნა არის პროგრესი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ის როლი, რაც ამ რეფორმაში მოიაზრება იუსტიციის მინისტრისთვის, უნდა შემცირდეს.

მინისტრის განცხადებით, მიღებული ერთობლივი დასკვნა დადებითია და შემოთავაზებების უმრავლესობა ბოლომდე იქნება გათვალისწინებული.
„პროკურორთა კონფერენციის შექმნა არის პროგრესი და რომ საპროკურორო საბჭოში სხვადასხვა ორგანოს წარმომადგენლების მონაწილეობა საბჭოს პლურალისტურ ორგანოდ აქცევს და ეს ერთობლივ ანგარიშში შეფასებულია დადებითად. აგრეთვე ნათქვამია, რომ ცუდი არ იქნებოდა, თუ საბჭოში პროკურორებს უფრო მეტი როლი ექნებოდათ და ნათქვამია, რომ ასეთ საბჭოებში პროკურორებს ჰქონდეთ უმრავლესობა – ეს არის ევროპული სტანდარტი. ასევე ამბობენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის როლი მცირედით უნდა შემცირდეს და თავისი სათანადო ადგილი ამ პროცესში უნდა მიენიჭოს. მთლიანობაში მე შემიძლია ვთქვა, რომ მიღებული ერთობლივი დასკვნა დადებითია და შემოთავაზებების უმრავლესობა ბოლომდე იქნება გათვალისწინებული, თუ რა ფორმით, ჩვენ საზოგადოების წინაშე კვირის ბოლომდე წარვადგენთ“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები