თბილისი „აბრეშუმის გზის“ ფორუმს უმასპინძლებს

15-16 ოქტომბერს საქართველოს 300-მდე მაღალი რანგის სტუმარი და ბიზნესმენი ეწვევა, – თბილისი „აბრეშუმის გზის“ ფორუმს უმასპინძლებს.
მთავრობის ადმინისტრაციაში კომისიის სხდომაზე საორგანიზაციო საკითხები განიხილეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
ფორუმის პირველ დღეს თემატური პანელები და დისკუსიები ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ლოჯისტიკის, ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ვაჭრობის შესახებ გაიმართება.
მეორე დღე „აბრეშუმის გზის“ შემადგენელი ქვეყნების პროდუქციის გამოფენას და საქართველოს საინვესტიციო ფორუმს დაეთმობა.
სტუმრებისთვის, ასევე დაგეგმილია კულტურული ღონისძიებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები