ირაკლი ღარიბაშვილმა რიჩარდ ნორლანდი ოქროს საწმისის ორდენზე წარადგინა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რიჩარდ ნორლანდი, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის, ოქროს საწმისის ორდენზე წარადგინა,–ამის შესახებ ამერიკის ელჩთან გამართულ გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე აღინიშნა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა რიჩარდ ნორლანდს საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის და მას წარმატებები უსურვა.

მხარეებმა საქართველოსა და აშშ–ს ურთიერთობების საკითხები, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა განიხილეს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. რიჩარდ ნორლანდმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა აშშ-ის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები