გლდანში აფეთქების შედეგად ცოლ-ქმარი დაშავდა – მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

გლდანში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებული ცოლ-ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამის შესახებ“კვირას“ კლინიკა „ლანცეტის“ მთავარმა ექიმმა ნინო ნადირაძემ განუცხადა.

მისი თქმით, დაზარალებულებს ქვედა კიდურების ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებათ. ჭრილობები დაუმუშავდათ, შესაბამისი აცრებიც ჩაუტარდათ და ამჟამად ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემქურება.

ცნობისთვის: გლდანის მე-6 მიკრორაიონის მეორე კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ბალონი აფეთქდა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორი დაშავდა, ხოლო ორს ამ დრომდე ეძებენ. შემთხვევის ადგილზე 15 სახანძრო, სამაშველო ბრიგადა მუშაობს, სამაშველო სამუშაოებში 80-მდე მაშველია ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები