საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში ორ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ
გლდანში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში ორ ადამიანს ეძებენ. აღნიშნული ინფორმაცია „კვირას“ შსს-ში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სავარაუდოდ, გაზის ბალონის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ორი დაშავდა, ორს კი ამ დრომდე ეძებენ.
შემთხვევის ადგილზე თბილისის მასშტაბით 15 სამაშველო ბრიგადა და 70-მდე მაშველი მუშაობს.
ცნობისთვის: გლდანის მე-6 მიკრორაიონის მეორე კორპუსში აფეთქება რამდენიმე საათის წინ მოხდა. აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ბალონმა გამოიწვია. აფეთქებამ მე-3, მე-4 და მე-5 სართულების შიდა ნგრევა გამოიწვია.