დათო გოგიშვილი: ბანერები „ნაციონალების“ დამონტაჟებულია

გორის რაიონში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ,,საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების აღმართვას ისტორიკოსი და იუმორისტი დათო გოგიშვილი გამოეხმაურა. როგორც გოგიშვილი სოციალურ ქსელში წერს, თუ რუსებმა რამდენიმე დღეში არ განაახლეს მავთულხლართების გაბმა, მაშინ ბანერები „ნაციონალების“ დამონტაჟებულია.
„თუ უახლოეს 3-4 დღეში რუსებმა არ განაახლეს მავთულხლართების გაბმა და საოკუპაციო ბანერების თავიდან დამონტაჟება, გამოვთქვამ გონივრულ ეჭვს, რომ ეს საოკუპაციო ბანერები „ნაციონალების“ დამონტაჟებულია ხელისუფლების დისკრედიტაციისა და გამარგინალების მიზნით, თუ არადა საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს. სხვა შემთხვევაში რუსები ყველა ზომას მიიღებდნენ, რომ საოკუპაციო ბანერების დემონტაჟი არ დაეშვათ. P.S. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ყოველივე ზემოთთქმული ჩემი პირადი ვარაუდი და ვერსიაა და მას აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე პრეტენზია არ გააჩნია“,- წერს დათო გოგიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები