ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა, ევროსთან კი – გამყარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. დღეიდან ერთი დოლარის შეძენა 2.2521 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ პარასკევს დადგენილი კურსი, 2.2477 ლარს შეადგენდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში კი გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.4938 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.5145 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0207 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები