სამეცნიერო ბიბლიოთეკის განახლებულ დარბაზში წიგნების პრეზენტაცია გაიმართა (ფოტოკოლაჟი)
სამეცნიერო ბიბლიოთეკის განახლებულ დარბაზში წიგნების პრეზენტაცია გაიმართა.
“ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმები” და “აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებში ევროკავშირის შესახებ გავრცელებული მითები”, – ამ სახელწოდებით გამოცემული პუბლიკაციები საზოგადოებას GRASS-ის პროექტების მენეჯერმა დენოლა ჩხარტიშვილმა გააცნო.
“აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებში ევროკავშირის შესახებ გავრცელებული მითები” ორენოვანი – რუსულ და ინგლისურენოვანია. ეს პუბლიკაცია აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების ექსპერტების მონაწილეობით შეიქმნა და იგი, საქართველოს გარდა, პარტნიორობის დანარჩენ წევრ ქვეყნებში – მოლდავეთში, უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ბელორუსიაშიც გამოიცა. სამომავლოდ, რეფორმების ასოციაციის ძველი და ახლი გამოცემები ჩვენი ბიბლიოთეკის თაროებზე დაბინავდბა.