ოთარ აბესაძე სტაჟირებას კონგრესში გაივლის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე სტაჟირებას განათლების პოლიტიკის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესის დაფინანსებით გაივლის.
აღიშნულთან დაკავშირებით აბესაძემ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. ვარ ფინალისტი და გავივლი სტაჟირებას ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონგრესის მიერ დაფინანსებული პროგრამაში – “ღია სამყარო” (Open World). სტაჟირების თემატიკა არის განათლების პოლიტიკა.
There has been an ongoing debate in Georgia among the Ministry of Education, the Parliament, Civil Society Organizations, Think Tanks, and academia regarding ongoing reforms in the field of education, particularly higher education. Improvements are being made in the system of higher education with the support of professors, administrators, and students, but a broader view of education systems would benefit those in Georgia working on higher education reform.
ძალიან მნიშვნელოვანია, ეს საკითხი ქვეყნის განვითარებისათვის და ვიმედოვნებ, ამ სტაჟირებით მიღებულ გამოცდილებას მოვახმარ ჩემს ქვეყანას და იმ სფეროს, რომელიც არის, ჩემი აზრით, ნებისმიერი ქვეყნისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უმაღლესი განათლების რეფორმირების პროცესს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განათლების პოლიტიკის სწორ და ეფექტურ გატარებას და, შესაბამისად, მე, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონიმიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი, ლექტორი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებულ ამ გამოცდილებას მაქსიმალურად ეფექტურად მოვახმარ სისტემის რეფორმირების პროცესს, რომელიც დაწყებულია და წარმატებით მიმდინარეობს. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოებს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც იყო და არის ჩართული ამ ძალიან კარგი პროექტის სრულყოფაში“,- წერს ოთარ აბესაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები