ილია მეორე: იმდენად სათაყვანებელია სვეტიცხოველი, რომ წმინდა მეფე მირიანმა უარი თქვა გარდაცვალების შემდეგ აქ დაეკრძალათ
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს სვეტიცხოვლობა მიულოცა.
უწმინდესის თქმით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაფლულია ქრისტეშობამდე 600 წლით ადრე ებრაელების მიერ ჩამოტანილი წმინდა ილია თებზიტელის ხალენი და ასევე აქ არის დაკრძალული უფლის კვართი.
“იმდენად სათაყვანებელია სვეტიცხოველი, რომ წმინდა მეფე მირიანმა უარი თქვა გარდაცვალების შემდეგ აქ დაეკრძალათ. აი დღეს, ჩვენ თაყვანს ვცემთ ამ წმინდა ადგილს, მუხლს ვიდრეკთ და თავს ვიხრით იქ, სადაც დაკრძალულნი არიან საქართველოს მეფეები და მრავალი მოწამე. შევთხოვთ უფალს, მათი მეოხებით, 12 მოციქულის ლოცვებით მშვიდობა მოგვმადლოს ჩვენ და მთელ მსოფლიოს”, – აღნიშნა პატრიარქმა.
პატრიარქმა შესთხოვა უფალს, სიხარული და სიყვარული სუფევდეს საქართველოში. დღევანდელი ქადაგებისას უწმინდესმა მღვდლები ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა და დეკანოზის ხარისხში აიყვანა.