„უკიდურესად ნეგატიურად ვაფასებ იმას, რაც ადმინისტრაციულ საზღვართან ხდება“

მე მგონია, რომ არ არსებობს საქართველოში ადამიანი, ვინც ამ ფაქტს არ უყურებს ძალიან ნეგატიურად – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევის ფაქტს.
მინისტრმა აღნიშნული ფაქტი ნეგატიურად შეაფასა.
„მე მგონია, რომ არ არსებობს საქართველოში ადამიანი, ვინც ამ ფაქტს არ უყურებს ძალიან ნეგატიურად. მე ვფიქრობ, რომ, მიუხედავად ამისა, საუბარს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ ამ საუბარში შესაბამისი ტონი და ინტონაცია უნდა იქნას დასმული. კიდევ ერთხელ ვამბობ, უკიდურესად ნეგატიურად ვაფასებ იმას, რაც ხდება ადმინისტრაციულ საზღვართან, ამ ფაქტს შესაბამისი შეფასებები მიეცა უკვე და კიდევ მიეცემა“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება მილსადენის საკითხს, ვიცე-პრემიერმა განმარტა, რომ ამ თემაზე უახლოეს დღეებში კრიზისებისა და უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში გაიმართება მსჯელობა, რის შემდეგაც უფრო კონკრეტული განცხადებები გაკეთდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები