ნინო ბურჯანაძე: მივიღე პირობა, რომ საქართველოს მოსახლეობისათვის ვიზები გამარტივდება

 

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მან რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებისაგან მიიღო პირობა, რომ საქართველოს მოსახლეობისათვის რუსეთის ვიზები გამარტივდებს. ამის შესახებ მან “მოამბესთან” ინტერვიუში განაცხადა.

„ჩემი თანდასწრებით დამატებითი განკარგულებები გაიცა იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული კატეგორიის მოსახლეობას მაქსიმალურად გაუმარტივდეს ვიზების მიღების შესაძლებლობა. ამას მოსახლეობა ძალიან მალე იგრძნობს. ასევე, კიდევ უფრო გაფართოვდება იმ საქონლის სია, რაც რუსეთის ბაზარზე გაგვაქვს. ხვალ დილიდანვე შევეხმიანები საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებს, მზად ვარ, ჩავაყენო ისინი საქმის კურსში ამ ვიზიტის შედეგების შესახებ, მათ შორის იმ შედეგებზე, რომელზეც მე ღია ეთერში არ ვსაუბრობ. იმედი მაქვს, ისინი გამოიყენებენ იმას, რაც მე სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში გავაკეთე. თუ ეს ასე არ მოხდება, ამაზე უკვე ღიად და საჯაროდ ვისაუბრებ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები