კახა კალაძე: უეფას მხრიდან მატჩზე დასასწრები 5 000, 6 000 ბილეთი მთავრობისთვის იყო გამოყოფილი

“ფეხბურთის ფედერაციიდან სხვადასხვა უწყების მიერ ბილეთების გამოთხოვა სიახლე არ არის”, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს ნორმალური პროცესია და ყველა თამაშზე ხდება მსგავსი რამ.
„ყველა თამაშზე ხდება ასე. ეს არის კორპორატიული ბილეთები, რომლის გამოყოფაც ყოველთვის ხდება. სიახლე და სენსაციური აქ არაფერია. გამოყოფილი იყო 22 000 ბილეთი გულშემატკივრისთვის და ასევე იყო დაახლოებით 5 000 თუ 6 000 კორპორატიული ბილეთი, რომელიც უეფას მხრიდან იყო გამოყოფილი მთავრობისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ თბილისის საკრებულომ ფეხბურთის ფედერაციას უეფას სუპერთასის თამაშზე დასასწრები 300 ბილეთის ნაღდი ანგარიშსწორებით შესაძენად გამოყოფა სთხოვა. გიორგი ალიბეგაშვილის 2015 წლის 26 ივნისით დათარიღებული წერილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები