საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოესი დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება, – ამის შესახებ „კვირას“გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

მისივე ცნობით, ხვალ როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს და გამოიდარებს, თუმცა საღამოს საათებში მოსალდნელია ხანმოკლე წვიმა.

“დღეს თბილისში ჰაერი 21 გრადუსამდე გათბა, მთელს საქართველოში საკმაოდ აგრილდა, თუმცა ხვალ ტემპერატურა მთელ საქართველოში რამდენიმე გრადუსით მოიმატებს. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა,ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია დასავლეთის ქარი, თუმცა სუსტ“, – განუცხადა „კვირას“ დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები