უეფას სუპერთასზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ვაკის პარკში დასრულდა და ინტერნეტში გაგრძელდა

ბილეთების გაყიდვა ვაკის პარკში დილის 6 საათზე შეწყდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთა ცნობით, სწორედ აღნიშნულ დროს მოხდა გასატანად გაყიდული ბოლო ბილეთების რეალიზება, თუმცა, როგორც ირკვევა, სუპერთასზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ინტერნეტით სხვადასხვა ონლაინმარკეტში იყიდება.
ერთ-ერთი მათგანი საყოველთაოდ ცნობილი “ebay”-ა, სადაც 11 აგვისტოს გასამართ მატჩზე “დინამო არენას” ტრიბუნების ფართო ასორტიმენტია გამოტანილი.
საქართველოში “ბარსელონასა” და “სევილიას” შორის გასამართი შეხვედრის ბილეთების გაყიდვა სალაროებიდან 12 ივლისს, 09.00 საათიდან დაიწყო და ათასობით გულშემატკივარი, რომელმაც რიგში რამდენიმე ღამეც კი გაატარა, უბილეთოდ დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები