თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით კეზერაშვილის საქმის განხილვა გაგრძელდება

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით კეზერაშვილის საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება. პროცესი ერთ საათში დაიწყება.
ყოფილ თავდაცვის მინისტრს დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში ადანაშაულებენ, რომელიც ჩატარებულ წვრთნებს უკავშირდება.
მიმდინარეობს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. ბრალდება დღეს მოწმის სახით თავდაცვის უწყების ყოფილი მაღალჩინოსნის დაკითხვას გეგმავს. დაცვის მხარე კი დამატებითი მტკიცებულების შუამდგომლობის დაყენებას აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები