სუპერთასზე დასასწრები 22 ათასი ბილეთიდან გასაყიდან 8 500 ბილეთია დარჩენილი

ბარსელონა-სევილიას სუპერთასზე დასასწრები 22 ათასი ბილეთიდან, გასაყიდდად მხოლოდ 8500 ბილეთია დარჩენილი. ვაკის პარკის ტერიტორიაზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებთან ამ დრომდე ასეულობით გულშემატკივარი ბილეთების შეძენის მოლოდინშია.
ამ დროისთვის სალაროებში 75 ლარიანი ბილეთი აღარ არის დარჩენილი, 8 500 ბილეთიდან კი გულშემატკივარს შეუძლია მხოლოდ 18 და 35 ლარიანი ბილეთები შეიძინოს.
შეგახსენებთ, რომ უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა ბილეთები.ჯი-ს უნდა მოეხდინა, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო, დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა. აღნიშნულის შემდეგ, უეფამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბილეთები სალაროებში გაყიდულიყო. ბილეთების გაყიდვა დღეს 09:00 საათიდან დაიწყო და 21:00 საათზე უნდა დასრულებულიყო, თუმცა ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მიხეილ მესხის სალაროები მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები