დავით სერგეენკოს მოადგილემ თანამდებობა დატოვა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გაიოზ თალაკვაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ თავად გაიოზ თალაკვაძემ დაუდასტურა.
მისი თქმით, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დაწერა და გათავისუფლების ბრძანებას პრემიერმა ხელი მიმდინარე წლის 9 ივლისს მოაწერა.
„არაფერი განსაკუთრებული მიზეზი არ ყოფილა, პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე თანამდებობა. გავაგრძელებ მუშაობას სადმე, აბა უმუშევარი ხომ არ დავრჩები“, – განაცხადა თალაკვაძემ.
როგორც აღნიშნულთან დაკავშირებით, „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრში განუცხადეს, თალაკვაძის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით შეფასებას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გააკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები