შსს – მ ქრთამის აღების ფაქტზე მებაჟე ოფიცერი დააკავა – ვიდეო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის გარდაბნის გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცერი შ. ბ. დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე თბილისში დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ შოთა ბიწაძემ, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, სამეწარმეო სუბიექტის წარმომადგენელს მოქალაქე მ.მ-ს კომერციული ინფორმაციის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მოპოვებისა და გადაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 10 000 აშშ დოლარი.
გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები