გოგლა ჟვანია: ჩემი ძმა სააკაშვილის “სცენარის” მსხვერპლი გახდა
ბატონი ხარშილძე ყოფილი ხელისუფლების და კონკეტულად, სააკაშვილის ნებას ახმოვანებს, – ასე შეაფასა გოგლა ჟვანიამ თავისი ძმის დღევანდელ სასამართლო პროცესზე ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსის, კობა ხარშილაძის გამოსვლა.
გოგლა ჟვანიას თქმით, კობა ხარშილაძე დაბნეულია და რაც არ უნდა თქვას მან, სიმართლე მაინც დადგინდება. გოგლა ჟვანიას მიაჩნია, რომ მისი ძმა მიხეილ სააკაშვილის “სცენარის” მსხვერპლი გახდა.
„ბატონი ხარშილძე ძალიან დაბნეულია და ცუდ დღეშია. არ იცის რა თქვას. ის ყოფილი ხელისუფლების და კონკეტულად სააკაშვილის ნებას ახმოვანებს. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებები გაიხსენეთ და მიხვდებით, ის ვისი ენით საუბრობს. ამა თუ იმ ადამიანებმა რაც არ უნდა ილაპარაკონ, სიმართლე დადგინდება. როდესაც საქმე დასრულდება, ყველაფერი ყველასთვის ნათელი გახდება. ჩემი ძმა სააკაშვილის სცენარის მსხვერპლი გახდა. დღეს მე და ჩემი ოჯახი ამ პროცესს არ ვესწრებოდით, არ ის ვიცი რა თქვა ხარშილაძემ, თუმცა ის ვიცი, რომ მისი ნაამბობი სიმართლეს არ შეეფერება“, – განაცხადა გოგლა ჟვანიამ.
დღეს ზურაბ ჟვანიას სასამართლო პროცესზე, მისმა დაცვის უფროსმა კობა ხარშილაძემ განაცხადა, რომ მან ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი ოთახში შიშველ მდგომარეობაში ნახა.