რიჩარდ ნორლანდმა ნინო გიორგობიანს მადლობის სიგელი გადასცა – “ჩვენ ქედს ვიხრით თქვენი პროფესიონალიზმის წინაშე”

აშშ-ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ნინო გიორგობიანს მადლობის სიგელი გადასცა.
რიჩარდ ნორლანდმა შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა აშშ-ს საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფისისა და საქართველოს შს სამინისტროს მიერ სამართალდაცვით საკითხებში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით შეტანილი ღვაწლისთვისთვის და საერთაშორისო თანამშრომლობისათვის.
„მადლობას მოგახსენებთ აშშ-ს საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფისისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამართალდაცვით საკითხებში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვისთვის და საერთაშორისო თანამშრომლობისათვის.
თქვენი ხელმძღვანელობით, 2015 წლის თებერვლიდან 2015 წლის ივნისის პერიოდში, შეიქმნა ეროვნული პლატფორმა, რომელიც ეძღვნებოდა ვიზების გაყალბების, ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის საკითხების განხილვას. აღნიშნულ თემებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობით, თქვენ დაიცავით საქართველოს მოქალაქეები, რომ არ გამხდარიყვნენ ამ ძალიან სერიოზული დანაშაულების მსხვერპლნი. ჩვენ ქედს ვიხრით თქვენი პროფესიონალიზმის წინაშე, ვაფასებთ თქვენს თანამშრომლობას და გამოვთქვამთ გულწრფელ მადლიერებას თქვენი მიერ გამოჩენელი მტკიცე ძალისხმევისთვის“, – აღნიშნულია მადლობის სიგელში.
ფაქტს ნინო გიორგობიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
“დიდი მადლობა ბატონ რიჩარდ ნორლანდს და ამერიკის საელჩოს ასეთი დაფასებისთვის! საელჩოში დღეს გამართულ ღონისძიებაზე მადლობის სიგელი გადმომეცა“, – წერს ნინო გიორგობიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები