პრემიერი აშშ-ს საელჩოში ამხანაგურ მატჩს დაესწრო

8:3 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ, – ამხანაგურ საფეხბურთო მატჩს აშშ-ს საელჩოს გუნდთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და აშშ-ს ელჩ რიჩარდ ნორლანდთან ერთად დაესწრო.
მატჩის დასაწყისში გუნდები აშშ-ის ელჩმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გაამხნევეს.
აშშ-ის ელჩის რანგში ერთ-ერთ ბოლო ღონისძიებაზე, რიჩარდ ნორლანდს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
„მინდა, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ქვეყნის, დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისთვის. ნათქვამია, როგორ ელჩსაც აგზავნიან ამა თუ იმ ქვეყანაში, ეს ამ ქვეყნისადმი დამოკიდებულებაზე მიუთითებს. მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ ბატონი რიჩარდ ნორლანდი გამორჩეულად, განსაკუთრებულად შერჩეული ელჩია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აშშ-ის ელჩსა და მის ოჯახს წარმატებები უსურვა.
ამხანაგური მატჩის დასასრულს, პრემიერმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს გამარჯვება მიულოცა და მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები