ლეონიდ სლუცკი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივების მომხრეა
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი მიიჩნევს, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე საუბარი შესაძლებელია.
გარდა ამისა, მისი თქმით, უნდა შემუშავდეს საპარლამენტო თანამშრომლობის მექნიზმები. ეს განცხადება სლუცკიმ მოსკოვში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკეთა, სადაც საერთაშორისო სამართლის კრიზისისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი იმართება. საქართველოს მხრიდან ღონისძიებას „დემოკრატიული მოძროაბის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ესწრება.
„აუცილებელია საზოგადოებრივი და კულტურული საპარლამენტო მექანიზმების დამუშავება. ამაზე ვესაუბრეთ ნინო ბურჯანაძეს. მე არ მიმაჩნია, რომ ის არის პრორუსი პოლიტიკოსი, ის პროქართული პოლიტიკოსია, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს კეთილდღეობისთვის აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება“, – განაცხადა სლუცკიმ ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ინტერვიუში.