„ჩვენ თუ აღვადგენთ ნდობას აფხაზებსა და ოსებთან და რუსეთი პოზიტიურ როლს შეასრულებს, კონფლიქტის დარეგულირებას შევძლებთ“
“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ რუსულ მედიასთან ინტერვიუში საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო- ოსეთს შორის ურთიერთობაზე ისაუბრა.
როგორც ნინო ბურჯანაძემ “ენ-ტე-ვესთან“ ინტერვიუში განაცხადა, თუ საქართველო ერთი მხრივ, აღვადგენთ ნდობას აფხაზებსა და ოსებთან და, მეორე მხრივ, თუ რუსეთი პოზიტიურ როლს შეასრულებს , ჩვენ ამ კონფლიქტის დარეგულირებას შევძლებთ. ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში რუსეთის სათათბიროს თავმჯდომარე, სერგეი ნარიშკინს შეხვდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ისაუბრეს თუ არა მათ ე.წ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, ბურჯანაძემ უპასუხა, რომ იგი არ აპირებს შეხვედრის დეტალებზე საუბარს.
“მთავარი, რაც შემიძლიათ გითხრათ, არის ის, რომ ყველა მტკივნეული თემა, რომელსაც მე რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვნად მივიჩნევ, პრატიკულად ჩვენ განვიხილეთ”, – აღნიშნა ბურჯანაძემ.