საქართველოსა და აშშ-ს შორის მთავრობათაშორისი ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გაფორმდა მთავრობათაშორისი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, საქართველო შეუერთდა იმ ქვეყანათა რიცხვს, რომელიც პარტნიორ ქვეყანას – აშშ-ს მისი მოქალაქეების მიერ გადასახადების დაფარვის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით, მიაწვდის ფინანსურ ინფორმაციას.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა მოაწერეს.
შეერთებული შტატების მიერ მიღებული აქტი უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის შესახებ (Foreign Account Tax Compliance Act) ე.წ. FATCA ავალდებულებს უცხოურ საფინანსო ინსტიტუტებს მიაწოდოს ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურს (Internal Revenue Service, IRS) ამერიკის იმ რეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ, რომლებიც ასეთ ინსტიტუტებში ფლობენ საბანკო ანგარიშებს.
ფინანსთა მინისტრმა ელჩს, რომელიც სამწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ტოვებს საქართველოს, მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც იგი ამ პერიოდის განმავლობაში უწევდა ჩვენს ქვეყანას და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები