პოეტ გიორგი კახიძის (ბუნდოვანი) შემოქმედებითი საღამო გაიმართება
დღეს, 19:00 სთ–ზე, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში პოეტ გიორგი კახიძის (ბუნდოვანი) შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
გიორგი ბუნდოვანი წაიკითხავს საკუთარ ლექსებს, ასევე, ნაჩვენები იქნება მისი სამი მინი არტ – ფილმი (კინო–პოეზია). ღონისძიებას წარუძღვება მღვდელი გურამ ოთხოზორია.
პოეტი გიორგი კახიძე (ბუნდოვანი) არის 60 -ზე მეტი მინი არტ-ფილმის და ხუთი პოეტური კრებულის ავტორი, ოთხი საერთაშორისო არტ–ფესტივალის, მრავალი პოეტური საღამოს და პერფორმანსის მონაწილე და დამდგმელი, 90–იანი წლების დასაწყისში ცნობილი პოეტური ორდენის „ქრონოფაგების“ თანადამფუძნებელი. პოეტის შემოქმედებაზე ისაუბრებენ მისი ძველი კოლეგები, შემოქმედების მოყვარულები და სასულიერო პირები.