ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის მიერ სახეობათა წარმოების პრიორიტეტები განიხილეს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის მიერ სახეობათა წარმოების პრიორიტეტები განიხილეს.

შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ბესარიონ აბაშიძე და ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის ხელმძღვანელი დაესწრნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სამინისტროს სხვა უწყებებთან ერთად, იმყოფებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციები წარმომადგენლები.

მხარეებმა ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის მიერ წარმოდგენილი სახეობათა წარმოების პრიორიტეტები და ხუთწლიანი სამოქმედო პროგრამა განიხილეს.

აღნიშნული პროგრამის მიხედვით გაზრდილია სახეობათა წარმოების რაოდენობა, რომლის ძირითად ნაწილს წარმოადგენს ტყის შემქმნელი ძირითადი და „საქართველოს წითელი ნუსხით” დაცული სახეობები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები