გიორგი კვირიკაშვილი: ლარის კურსი დასტაბილურდა, მკვეთრი რყევები აღარ უნდა იყოს

„როგორც იქნა, ლარის კურსი დასტაბილურდა“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა და აღნიშნა, რომ რყევები აღარ არის მკვეთრი.
„დასტაბილურება ნიშნავს, რომ რყევები აღარ უნდა იყოს მკვეთრი. ბუნებრივია, ეს არის დასტაბილურება, როცა 0,38 -მდე იყო ასული. როგორც გახსოვთ და არის 2,24 . ჩვენ ხელოვნურად, ასე ვთქვათ, მყარ ვალუტას ვერ შევქმნით, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სავაჭრო ბალანსი ასახულია დღეს იმ კურსში, რომელიც დღეს ჩვენ გაგვაჩნია“,-განაცხადა კვირიკაშვილმა. ოფიციალური მონაცემებით დღეს ერთი დოლარი 2, 24 თეთრი ღირს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები