ოლანდი და მერკელი საბერძნეთთან მოლაპარაკების გაგრძელებას აპირებენ

 

ევროზონაში საბერძნეთის წევრობის შენარჩუნებისთვის ამ ქვეყნის მთავრობასთან მოლაპარაკების კარები ყოველთვის ღიაა. ამის შესახებ პარიზში გამართული კონსულტაციის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადეს.

ოლანდმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად ევროპამ საბერძნეთთან სოლიდარობა უნდა გამოავლინოს. ამასთანავე, ოლანდი და მერკელი ოთენს მოუწოდებენ, სერიოზული წინადადებები შეიმუშავოს.

პარიზში გერმანიის და საფრანგეთის ლიდერების კონსულტაციებამდე გერმანიის კანცლერის შტეფან ზაიბერტის სიტყვები გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე ათენისთვის ახალი პროგრამის დაწყების თაობაზე მოლაპარაკების საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, ბერლინში ელოდებიან ათენის წინადადებას და მომავალი ნაბიჯები იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად სურს საბერძნეთს ევროზონაში დარჩენა. 5 ივლისს საბერძნეთში გამართულ რეფერენდუმზე პლებისციტის მონაწილეთა 61-მა პროცენტმა კრედიტორების მოთხოვნას უარი უთხრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები