ბათუმის ცენტრალურ უბანში კატამ ელექტროენერგია გათიშა

ბათუმის ცენტრალურ უბანში მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

როგორც “ენერგო-პრო ჯორჯიას” აჭარის ფილიალში აცხადებენ, ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი კატა გახდა. ის ერთ-ერთ ქვესადგურში შეიპარა, რა დროსაც, სავარაუდოდ, ელექროსადენები დააზიანა.

ამ დროისთვისვის კი “ენერგო-პრო ჯორჯიას” თანამშრომლები შესაბამის სამუშაოებს ასრულებენ, რათა მოსახლეობას ელექტროენერგია დროულად მიეწოდოს.

წყარო “ბათუმელები”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები