დავით ბაქრაძე სახელმწიფო დეპარტამენტის დახმარებების კოორდინატორს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპული დახმარებების კოორდინატორს ალინა რომანოვსკს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილეს.
სახელმწიფო მინისტრმა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, პროკურატურის, სასჯელაღსრულების, სასამართლო სისტემის, მედიათავისუფლებისა და შრომითი კანონმდებლობის დახვეწის კუთხით განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.