სუპერთასის ბილეთების შესაძენად გულშემატკივრები სალაროებთან სპეციალურად დაგებული ბილიკით მივლენ

ბარსელონა-სევილიას სუპერთასის ბილეთების შესაძენად გულშემატკივრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში სპეციალურად დაგებული ბილიკით, 50-კაციან ჯგუფებად მივლენ. ამის შესახებ სპორტული ინტერნეტგამოცემა sportall.ge წერს. ამავე გამოცემის თანახმად, შეკრების ადგილზე რიგითობასა და უსაფრთხოებას პოლიცია და პატრული დაიცავენ. შეკრებილი გულშემატკივრებისთვის ადგილზე უფასო იქნება წყალი. დამონტაჟდება ბიოტუალეტები. სტადიონზე დაიწყო დროებითი სალაროების მონტაჟი, მალე დასრულდება ბილეთების დაბეჭდვა. ბილეთების გაყიდვა, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე დაიწყება – პროცესის დაწყების ზუსტი თარიღი რეალიზაციამდე 48 საათით ადრე გამოცხადდება.
შეგახსენებთ, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო ბილეთები, ონლაინრეჟიმის ნაცვლად, სალაროში გაიყიდება. თბილისში 22 000-მდე ბილეთის რეალიზაცია იგეგმება. უეფას სუპერთასის მატჩი “ბარსელონასა” და “სევილიას” შორის 11 აგვისტოს, “დინამო არენაზე” გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები