აფაქიძის ქუჩაზე შენობის დემონტაჟში მონაწილე კომპანიის წარმომადგენლები დაიკითხნენ

 გვიან ღამით დასრულდა საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში იმ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების დაკითხვა, რომლებიც აფაქიძის 13 -ში მდებარე შენობის დემონტაჟს ახორციელებდნენ.
როგორც დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ კომპანია „კონსტრაქშენ გრუპის“ დირექტორმა პაატა მესხიშვილმა განაცხადა, შენობის ჭერის ჩამონგრევის მიზეზი ჯერ უცნობია. მიზეზებს გამოძიება დაადგენს. მან ასევე დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და მწუხარება გამოთქვა. ცნობისთვის: აფაქიძის ქუჩაზე ფიზიკა-მათემატიკის ყოფილი შენობის დემონტაჟის დროს გუშინ, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. სამი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 240-ე მუხლით, რაც სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები