საბერნეთის ფინანსთა მინისტრი: ევროკავშირის პოლიტიკა ნამდვილი ტერორიზმია

საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი იანის ვარუფაკისის შეფასებით, ევროკავშირის პოლიტიკა საბერძნეთთან დაკავშირებით ტერორიზმია. ამის შესახებ მან ესპანურ გაზეთ El Mundo-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„დიახ ეს ასეა. ის, რასაც ისინი საბერძნეთს უკეთებენ, არის ტერორიზმი. რატომ გვაიძულეს ბანკების დახურვა? რომ ადამიანებში შიში დათესონ. „შიში“ – ანუ „ტერორი“. როდესაც საუბარია ტერორის გავრცელებაზე – ეს ტერორიზმია. თუმცა მე მჯერა, რომ ჩვენ ვერ დაგვაშინებენ“, – აცხადებს ვარუფაკისი.
მისი თქმით, რეფერენდუმის ნებისმიერი შედეგის მიუხედავად შეთანხმების მიღწევა საკმაოდ რთული იქნება, ვინაიდან ეს ორივე მხარისთვის ძალზე ძვირია. შეგახსენებთ, რომ კრედიტორებთან საბერძნეთის მომავალი ურთიერთობების საკითხზე 5 ივლისს ქვეყანაში რეფერენდუმი გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები