რას ფიქრობს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი Biletebi.ge-ს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემაში “რეაქცია“ Biletebi.ge-ს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

ხეჩიკაშვილის თქმით, არასწორია შექმნილ სიტუაციაში უეფას დადანაშაულება.
ამასთან, მინისტრის თქმითვე ასევე არ არის მართებული პასუხისმგებლობის სრულად დაკისრება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასთვის.

“ყველაზე ცუდი რაც არის ხდება გადაბრალება ხელის სხვისკენ გაშვერაა. ყველაზე უმადურობა ალბათ ის არის, რომ ფედერაციის ზოგიერთმა ხელმძღვანელმა უეფა დაადანაშაულა, ეს არის ევროპაში ყველაზე წარმატებული მოგებაზე ორიენტირებული ინსტიტუტი და პირიქით, მადლობა უნდა ვუთხრათ მათ რომ ამხელა ნდობა გამოგვიცხადა, ასევე ცალსახად მინდა ხაზი გავუსვა – დღეს განტევების ვაცი, რომ იყოს მხოლოდ ზვიად სიჭინავაა ეს არ იქნება სწორი, ზვიად სიჭინავა არ არის პასუხისმგებელი, ფედერაციაში ბევრი კარგი გაკეთდა და ესეც არ უნდა დავუკარგოთ, თუნდაც ამ თამაშის ჩატარება, ზვიად სიჭინავას გინება დღეს ყველაზე მარტივია იმიტომ, რომ ის კაცი მიდის, სხვათაშორის მან რომ მოინდომის ყველაზე დიდი შანსი აქვს, რომ არსებულ სისტემაში დარჩეს.
პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს ვინც აღმასრულებელ გუნდშია და ვინც მართავს,თორემ იქ უამრავი პროფესიონალია, იქ არის ბევრი ხელმძღვანელი და ზუსტად უნდა იყოს დელეგირებული როცა ამბობენ, რომ ეს ყველაფერი საჯაროა ჩვენ დღემდე ბოლომდე ვერ მიგვიღია პასუხი ვინ რაზე აგებს პასუხს და ვის რა ფუნქცია აქვს, ყველა პასუხისმგებელია შექმნილ სიტუაციაზე და ერთი დეტალი – დღევანდელ გადაცემაში არც ერთ გამომსვლელს ვინც პასუხისმგებელია არ მოუხდია ბოდიში იმ გულშემატკივრისთვის ვინც ამ დღეშია.
ეს ზეიმი ჩაშხამდათ ფაქტობრივად და ბევრისთვის ტრაგედიად იქცა, მე ვიცი ადამიანები, რომლებიც ბედნიერები იყვნენ რადგან ბილეთი შეიძინეს და დღეს მათ ამ ბილეთის უკან დაბრუნება უწევთ, მიუხედავად იმისა, რომ სპორტის სამინისტრო არ არის ამაზე პასუხისმგებელი, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბოდიში მოვუხადო ყველა გუშემატკივარს და ფდერაციას მინდა ვთხოვო ჩასაფრებულები კი არ ვიყოთ ორგანიზება გავუკეთოთ იმას რომ გაყიდვები იყოს ნორმალურ დონეზე და სახელმწიფოს მხრიდან თუ მათ რაიმე დახმარება სჭირდებათ ჩვენ გვერდში დავუდგებით და დახმარებას აღმოვუჩენთ“, -განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები