საქართველოში საჯარო და კერძო თანამშრომლობის პოლიტიკის დოკუმენტი და კანონპროექტი შემუშავდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოში საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PPP) მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავების მიზნით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობს. სამინისტრომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შესაბამისი სამართლებრივი ბაზის განვითარებისთვის ტექნიკური დახმარების გამოყოფის თაობაზე უკვე მიმართა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ამ საკითხზე სამინისტროსა და ბანკის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება, რის საფუძველზეც, ტექნიკური დახმარების განხორციელების მიზნით, ბანკმა კონსულტანტის შესარჩევად ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევა გამოაცხადა. შესაბამისი წინადადებების მიღების ვადად 2015 წლის 13 ივლისია განსაზღვრული. დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაცია შეუძლიათ მიიღონ ბმულზე – http://www.ebrd.com/work-with-us/procurement/pn-47859.html პროექტის ხანგრძლივობაა 10 თვე. მის ფარგლებში შემუშავდება საჯარო და კერძო თანამშრომლობის პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი, საჯარო და კერძო თანამშრომლობის თაობაზე კანონპროექტი და სხვა შესაბამისი რეკომენდაციები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები