თბილისი „აბრეშუმის გზის“ ფორუმს 15-16 ოქტომბერს უმასპინძლებს

„აბრეშუმის გზის“ ფორუმი და მაღალი რანგის სტუმრები თბილისში, – საორგანიზაციო საკითხები ღონისძიების მოსამზადებელი კომისიის სხდომაზე განიხილეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
ფორუმის პირველ დღეს გათვალისწინებულია მაღალი დონის სტუმრების პრეზენტაციები „აბრეშუმის გზის“ აღორძინების თაობაზე; ასევე, გაიმართება თემატური პანელები, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ენერგეტიკის შესახებ.
ღონისძიების მეორე დღე „აბრეშუმის გზის“ შემადგენელი ქვეყნების პროდუქციის გამოფენას მიეძღვნება.

დაგეგმილია საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და კონკრეტული საპროექტო წინადადებების განხილვა.
ფორუმის ფარგლებში საქართველოს, მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად, მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ბიზნესმენი და ინვესტორი ეწვევა. „აბრეშუმის გზის“ ფორუმს თბილისი 15-16 ოქტომბერს უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები