გლდანში სამი მწვანესაფარიანი სტადიონის მოწყობა დასრულდა

გლდანის IV მ/რ, N 96, მუხიანის IV-ბ მ/რ, კორპუსი N 33 და 42-43 კორპუსების მიმდებარედ არსებული სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია დამთავრდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სტადიონები მაღალი სტანდარტების შესაბამისად მოეწყო – დაიგო ახალი ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა ახალი მავთულ ბადეები, კალათბურთის ფარი და ფეხბურთის კარი. გლდანის რაიონის გამგეობამ სტადიონების რეაბილიტაციისთვის 107 000 ლარი გამოყო. სამუშაოები შპს „პარმამ“ შეასრულა.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რაიონის ტერიტორიაზე შვიდ მწვანესაფარიან მოედანს აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები ჩაუტარდა. პროექტის საერთო ღირებულებამ 289 000 ლარი შეადგინა.

გლდანის რაიონის გამგეობამ წლის მეორე ნახევრისთვის 6 სტადიონის სარეაბილიტაციო ტენდერი გამოაცხადა. გლდანის რაიონში, 2015 წლის საბიუჯეტო ასიგნებებით, წლის ბოლომდე, 13 მარტივი ტიპის სტადიონი მოეწყობა, რისთვისაც რაიონის ბიუჯეტიდან 616 800 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები