ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ და საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა საინფორმაციო ბრიფინგი გამართეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ და საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ საინფორმაციო ბრიფინგი გამართეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია მიქელაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ბანკების ასოციაციასთან და საბანკო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად, შესაძლებელი გახდა, რომ მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, ვისთვისაც სავაჭრო ქსელებში „სეთ-თოფ-ბოქსის“ ღირებულების ერთიანად გადახდა სირთულეს წარმოადგენს, განხორციელდეს ხელმისაწვდომი სპეციალური საბანკო შეთავაზება. შესაბამისად, ე.წ. „სეთ-თოფ-ბოქსის“ შეძენა უახლოეს დღეებში შესაძლებელი იქნება განვადების შეღავათიანი პირობებით. ნათია მიქელაძის განცხადებით, „საქართველოს ციფრულ მიწისზედა საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლა ფართომასშტაბიან რეფორმას წარმოადგენს. მისი წარმატებით განხორციელება უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის და მისი თითოეული მოქალაქისთვის. შესაბამისად, მოხარულები ვართ იმ მხარდაჭერისა და კეთილი ნებისათვის, რომელიც გამოხატა საქართველოს საბანკო სექტორმა. განსაკუთრებული მადლობა კი, გვსურს გადავუხადოთ საქართველოს ბანკების ასოციაციას ოპერატიული და კოორდინირებული თანამშრომლობისთვის.“ ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას განცხადებით, საქართველოს ბანკების მიერ გამოხატული მხარდაჭერის შედეგად, გაიზრდება იმ მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც შეძლებენ „სეთ-თოფ-ბოქსების“ შეძენასა და ციფრული მაუწყებლობის შეუფერხებლად მიღებას. ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის მე–2 ეტაპი განხორციელდება 2015 წლის 9 ივლისს 10:00 საათზე შემდეგ ქალაქებში – გორი, ქარელი, ბეკამი, დუშეთი, ხაშური და ვთხოვთ, რომ დროულად უზრუნველყონ ე.წ. „სეტ–ტოფ–ბოქსების“ შეძენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები