თამარ ბერუჩაშვილი: საქართველო მიჰყვება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანია

„საქართველო მიჰყვება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანია“ , – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„საქართველო მიჰყვება ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, როგორც დაგეგმილია და ქართველი ხალხის არჩევანია. დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო მთელი რიგი სპეციალური საკანონმდებლო პაკეტების ცვლილებებისა, რომელიც გათვალისწინებულია ჩვენი ვალდებულებებით ევროკავშირთან მიმოსვლასთან დაკავშირებით. ესეც ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პრიორიტეტების ნაწილია, ამიტომ, კონკრეტული ჟურნალისტის შეფასებაზე ვერ გავაკეთებ შეფასებას. ქართველი ხალხის არჩევანი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა და ამაზე საქართველოს მთავრობა მუშაობს. გვაქვს კონკრეტული შედეგები და მას გავაგრძელებთ“, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
მინისტრი რუსეთთან ურთიერთობის საკითხსაც შეეხო, ბერუჩაშვილის თქმით, მასთან ურთიერთობის დარეგულირება მთელი რეგიონისა და მთელი მსოფლიოს პრობლემა გახდა.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა. ჩვენი ე.წ. წითელი ხაზები, რომლის ფარგლებში ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთთან დიალოგს და გავაგრძელებთ პოლიტიკას“, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.
სტატიაშია აღნიშნულია, რომ საქართველო თავის ძველ ორბიტას უბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები