ესპანეთში 35-კაციანი ქართული დანაშაულებრივი ჯგუფი და ქართველი “კანონიერი ქურდი” დააკავეს
ესპანეთის პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად 35 ადამიანია დაკავებული, რომლებიც ე.წ. „ქართული მაფიის“ წევრები არიან. პოლიციის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ორგანიზაცია, ძირითადად, მადრიდის და ვალენსიის ტერიტორიაზე ეწეოდა უკანონო საქმიანობას, თუმცა მისი „წარმომადგენლობები“ მთელი ესპანეთის ტერიტორიაზე არსებობდა.
სპეცოპერაცია რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა. ამ ხნის განმავლობაში პოლიცია დამნაშევეებზე ინფრომაციას აგროვებდა. ერთ-ერთი დაკავებული ქართველი “კანონიერი ქურდი” ზვიად დარსაძეა, რომელიც ამ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, ფაქტრობრივად მის ნებისმიერ ბრძანებას უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ.
როგორც ესპანეთის პოლიცია იტყობინება, დაჯგუფება, ძირითადად, ბინების გაქურდვით იყო დაკავებული. ჩხრეკის შედეგად 100 ათასი ევრო, ასევე საიუველირო ნაკეთობები და ბინების გაქურდისთვის აუცლებელი მოწყობილობები იყო ამოღებული. გამოძიების ინფორმაციით, ამ დანაშაულებრივ ჯგუფს კავშირი ჰქონდა ისეთ დაჯგუფებებთან, რომლებიც დაკავებულები არიან კონტრაბანდით, ნარკობიზნესით, იარაღის ვაჭრობით და საბუთების გაყალბებით.