საკონსტიტუციო სასამართლო გიული ალასანიასა და თემურ ჯანაშიას სარჩელს განიხილავს
გიული ალასანიას და თემურ ჯანაშიას სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად უკვე მიიღო.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმებია ის დავის საგანი, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს შეუძლია, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ყადაღა დაადოს პირების ქონებას.
მოსარჩელე მხარე კი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები იმ ქონების დაყადაღების შესაძლებლობას ითვალისწინებს, რომელიც, შესაძლოა, დანაშაულის ჩადენასთან კავშირში არ იყოს.
აღნიშნულ საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს.