“სარფის” საბაჟოზე მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

“სარფის” საბაჟოზე მებაჟე ოფიცრებმა კანონდარღვევის ფაქტები გამოავლინეს. როგორც “კვირას” შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საბაჟო გამშვები პუნქტის “სარფის” ტერიტორიაზე, თურქეთის მხრიდან შემოვიდა სომხეთის მოქალაქე ბ.ა., რომლის კუთვნილ ავტომანქანაში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები: SUBUTTEX (2 მგ.) – 6 აბი და LYRICA (150 მგ. ) – 10 კაფსულა აღმოაჩინეს, თავად მოქალაქის დათვალიერებისას კი – 0,55 გრ. მარიხუანა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოს გადაეცა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ასევე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი ღიტალინა (5 აბი) აღმოაჩნდა 29 ივნისს, სგპ “ვალეს” ტერიტორიაზე, თურქეთის მხრიდან შემოსულ ირანის მოქალაქე ე.ა.-ს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები