სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ექიმების თავდასხმის ფატზე 2 პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა თბილისში სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადის თავდასხმის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ქონების დაზიანებას გულისხმობს. რაც შეეხებათ დაკავებულ პირებს, შს სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166 -ე მუხლით დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით თბილისში სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადას დანით შეიარაღებული პაციენტი თავს დაესხა – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ თბილისის სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურიდან მიაწოდეს. შემთხვევა დღეს დილით, ვაშლიჯვრის დასახლებაში მოხდა. როგორც „კვირას“ სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურმა განუცხადა, თავდასხმის შედეგად ექიმთა ბრიგადამ მანქანაში ჩასხდომა მოასწრო, თუმცა აგრესიულმა ახლგაზრდა მამაკაცმა სასწრაფოს მანქანას დანით 2 საბურავი დაუსერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები