სუპერთასის ბილეთი ონლაინმარკეტზე 300 დოლარად იყიდება

უეფას სუპერთასზე დასასწრები ბილეთი ონლაინმარკეტზე საწყისი ფასისგან (75 ლარი) რვაჯერ ძვირად, 300 დოლარად იყიდება.
ვებგვერდზე წერია, რომ „ბარსელონა”-„სევილიას” თამაშის 4 ცალი 75-ლარიანი ელექტრონული ბილეთი იყიდება. განცხადებაში მითითებულია ბილეთების ადგილმდებარეობაც, კერძოდ, I იარუსი, მე-13 სექტორი, IV რიგი. ბილეთების მფლობელი განცხადებაში წერს, რომ ბილეთებს გარანტიით ყიდის.
ამევე გვერდზე განთავსებულია კიდევ რამდენიმე პირის საკონტაქტო ნომრები, რომლებიც „ბარსელონა”-„სევილიას“ თამაშზე დასასწრებ ბილეთებს 200 აშშ დოლარად და 150 ლარად ყიდიან.
„იყიდება სუპერთასის ბილეთები (75ლარიანი) 1 ც: 200$ საუკეთესო ადგილები. რეალური გარანტიით“.

 11714369_10153041500539779_495626178_n
11159446_10204229637212737_6430274662185521736_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები