ფესტივალ „არტ-გენთან“ დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება

3 ივლისს, 11:00 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ფესტივალ „არტ-გენთან“ დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორებთან ერთად, ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის თავმჯდომარე ზურაბ წერეთელი გაუძღვებიან.
პრესკონფერენციაზე გაჟღერდება ინფორმაცია ფესტივალის პროგრამისა და სამომავლო გეგმების შესახებ. გაფორმდება ასევე მემორანდუმი, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ფესტივალ „არტ-გენს“ შორის.
წელს „არტ-გენის“ მთავარი თემა წიგნი და ბიბლიოთეკაა – ფესტივალის ფარგლებში დიდი ყურადღება დაეთმობა ბიბლიოთეკებისა და წიგნის პოპულარიზაციას.
ფესტივალი „არტ-გენი“ იმერეთში, თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში რეგიონული ტურნეთი გაიხსნა და პირველი ეტაპი ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში დასრულდება.
5 ივლისს, ფესტივალის ფარგლებში სურამში, ბაიანთხევის პარკში მოეწყობა ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, „შავფაროსნების“ ქართული საბრძოლო ხელოვნების შოუ და ქართული რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ასევე, წარმოდგენილი იქნება ქართული სამზარეულო. ფესტივალის რეგიონული ტურნე დღის ბოლოს „ფრანის“ და „ჩვენებურების“ კონცერტით დასრულდება. ] „არტ-გენის“ დასკვნითი ნაწილი, ტრადიციულად, თბილისში, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 19-26 ივლისსს გაიმართება. დღის განმავლობაში მოეწყობა საქართველოს რეგიონიდან ჩამოსული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები, ქართული რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, „შავფაროსნების“ წარმოდგენა, დღის ბოლოს კი „სუხიშვილების“, ნინო ქათამაძის, ნიაზ დიასამიძის „ფრანის“, რობი კუხიანიძის, „მგზავრების“ და სხვა ცნობილი შემსრულებლებისა და ჯგუფების კონცერტები.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები